საპრეზიდენტო არჩევნები

13 დეკემბერი 2024, 20:07 304 ნახვა

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, საარჩევნო კოლეგიის დახმარებით, ხვალ აირჩევენ. კოლეგიის წევრები არიან: პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი, კოლეგიაშია თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი.
არჩევნების პროცედურულ ნაწილზე პასუხისმგებლობა ცესკოს ეკისრება. ოპოზიცია პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ეს კი მმართველი გუნდისთვის ბარიერს არ წარმოადგენს, როგორც ცნობილია მეხუთე პრეზიდენტი კი საკუთარი კაბინეტის დათმობას მე-6 პრეზიდენტზე არ აპირებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში