"ქართული ოცნების" საკანონმდებლო გადაწყვეტილებები

13 დეკემბერი 2024, 19:17 270 ნახვა

აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება აეკრძალათ, გამოყენების შემთხვევაში კი დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ. ასევე, კიდევ ერთი კანონის მიხედვით, დემონსტრანტებს აქციებზე სახის დაფარვაც აეკრძალათ, ამ წესის დარღვევისთვისაც მოქალაქეებს 2000 ლარით დააჯარიმებენ - გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მესამე მოსმენით დღეს მიიღეს.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას და ლაზერებს. აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლმდენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები უკეთიათ. დაჩქარებული წესით კანონპროექტების მიღებაც სწორედ ამ გარემოებებს უკავშირდება.
კანონპროექტების კანონად ქცევისთვის აუცილებელია დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში