"ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია აზრს მოკლებულია, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ საქართველოსთან" - შალვა პაპუაშვილი ასე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც კიდევ 20 ადამიანი დასანქცირდა.
გამოეხმაურა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ყველამ უნდა მიიღოს.
ახსენა ევროდეპუტატების ვიზიტიც, რომელთა მიზნადაც ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა დაასახელა.