ახალი რეგულაციები საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დღეს სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. ინიციატივა დემონსტრანტებს ნიღბების გამოყენებას და სახის სხვადასხვა ფორმით შენიღბვას და პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს.
ასევე ცვლილებით, არასრულწლოვნის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს, რომელიც 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება. ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება.
პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000-მდე.
გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება.