ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ

13 დეკემბერი 2024, 09:45 204 ნახვა

2 კვირაზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

უწყვეტი აქციების მე-15 ღამეს თბილისში შეკრებილებს მსვლელობით ევროპარლამენტარების 7-წევრიანი დელეგაცია შეუერთდა. მსვლელობისას 5 ქვეყნის ევროდეპუტატებს  მოქალაქეები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. ევროპარლამეტარებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს და დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები ისევ ხელახალ არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც იცით, 28 ნოემბრიდან დღემდე პოლიციამ თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციების 500-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის დაახლოებით 30 სისხლის სამართლის ბრალდებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში