ნაფიცი მსაჯულები ქობულეთელი დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე დასკვნით სიტყვას მოისმენენ

20 აპრილი 2017, 00:00 2621 ნახვა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულები ქობულეთელი დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე დასკვნით სიტყვას მოისმენენ. ინფორმაციას ფბ გვერდზე მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი აქვეყნებს. "დღეს დიდი განსაცდელი მაქვს, უვადო პატიმრობას ველოდები, უფლის დიდი იმედი მაქვს" - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა თხილაიშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 11 საათზეა ჩანიშნული, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას ნაფიცი მსაჯულების წინაშე იტყვიან.

ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის საქმეზე, ერთი კვირით ადრე მხარეებმა დედის და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს მოუსმინეს. ეჭვმიტანილი გიორგი ხაბელაშვილია.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაზარალებული ოჯახის ახლობელია, იგი თავდაპირველად ბრალს აღიარებდა, თუმცა ახლა ჩვენების შინაარსს ზეწოლით ხსნის და ბრალს აღარ აღიარებს. 

ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობა გასულ წელს მოხდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილმა ნონა რომანაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია ჯერ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი მოუკიდა.

 

ამავე კატეგორიაში