სერგეი ლავროვმა სოხუმში ვიზიტი დაასრულა

19 აპრილი 2017, 00:00 2164 ნახვა

სერგეი ლავროვმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობა გახსნა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ოუპირებული აფხაზეთის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანება დააანონსა. ლავროვის სოხუმში ვიზიტს გმობს ქართული მხარე. საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტს უხეში დარღვევას უწოდებს. რუსი დიპლომატის აფხაზეთში ვიზიტი დღეს კანონმდებლებმა შეაფასეს.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ პოლიტიკას. უმცირესობა კი მმართველ გუნდს პოლიტიკას უწუნებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი