“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები

12 დეკემბერი 2024, 13:59 192 ნახვა

შეკრება-მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

ნებისმიერი სხვა პირისთვის აქციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აკრძალული იქნება. ამ შინაარსით გადამუშავდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მას დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კანონი კი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, შეკრება-მანიფესტაციების დროს დემონსტრანტებისთვის მხოლოდ პიროტექნიკის ქონა იკრძალებოდა და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიც არის: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში