ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრესკონფერენცია

12 დეკემბერი 2024, 14:03 209 ნახვა

„ქართული ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს - ეს განცხადება გააკეთა დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნას.

ქურდოვანიძე  საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებსაც შეეხო. მისი განმარტებით, იზრდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი.

რაც შეეხება „პოლიციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს -  მისი განმარტებით,  ეს  შესაძლოა ხელისუფლებამ  ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად გამოიყენოს. 

მისივე თქმით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით და დაანონსებული შეზღუდვით ქართული ოცნება ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს ტერორის მიმართ, რომლის დამყარებასაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ცდილობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში