ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა

12 დეკემბერი 2024, 14:16 167 ნახვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.

ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში