რუსთაველის გამზირი გუშინ ისევ გადაიკეტა. უწყვეტი საპროტესტო აქციების მე-14 დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან, გუშინ სამართალდამცველებს სპეციალური ღონისძიებები არ გამოუყენებიათ. დედაქალაქის ცენტრში შეკრება დემონსტრანტებმა ტრადიციულად საღამოს 7 საათისთვის დაიწყეს.
აქციას საჯარო სექტორში დასაქმებული ყოფილი და მოქმედი პირების ნაწილიც შეუერთდა. ისინი თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობით გადაინაცვლეს. მათ განათლების სამინისტროდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შეუერთდნენ.
საბოლოოდ პროტესტის ყველა ჯგუფმა პარლამენტთან გადაინაცვლა. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. გეტყვით, რომ სულ აქციებზე 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათ შორის დაახლოებით 30 სამართლის ბრალდებით.
მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.