საპროტესტო აქცია ბათუმში

12 დეკემბერი 2024, 10:04 210 ნახვა

ბათუმში პროტესტი ექიმების აქციით დაიწყო, გუშინ ევროპის მოედანზე მედიკოსები შეიკრიბნენ, მოქალაქეების მიმართ ძალადობა დაგმეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მოქალაქეები უკვე 14 დღეა იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა აქაც იგივეა: ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.

შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში