ერთი რამ ცხადია, შეგვიძლია, ერთმანეთის იმედი გვქონდეს - პიტერ სიიარტო მაკა ბოჭორიშვილის უნგრეთში ვიზიტზე

11 დეკემბერი 2024, 10:12 173 ნახვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ქართველი კოლეგის, მაკა ბოჭორიშვილის უნგრეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ჩვენ ახლა იმ დროში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენმა ქვეყნებმა მუდმივად უნდა იბრძოლონ თავიანთი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ერთი რამ ცხადია: შეგვიძლია, ერთმანეთის იმედი გვქონდეს“, – წერს სიიარტო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში