პარლამენტი ახალი დეპუტატების მანდატები

10 დეკემბერი 2024, 18:32 257 ნახვა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა. პარლამენტმა ლევან მაჭავარიანის, არჩილ გორდულაძის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, პაატა სალიას, გიორგი გეგუჩიას და ირაკლი ჭეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
ისინი პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ. პარლამენტმა დღეს ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში