“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები

10 დეკემბერი 2024, 12:02 298 ნახვა

''ქართული ოცნება'' პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა აეკრძალებათ. 

რეგულაციები წესდება პიროტექნიკის გამოყენებაზე, ასევე საჯარო სამსახურებს გამარტივებულად  შეეძლებათ რეორგანიზაციის ჩატარება და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელის სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარება აღარ მოუწევს. 

ამჟამად მოქმედი კანონით, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. ინიციატივების ნაწილს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.  

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში