ორი სხვადასხვა დაპირისპირება პარლამენტში

19 აპრილი 2017, 00:00 3040 ნახვა

დაპირისპირება სხდომათა დარბაზის მიღმა მოხდა, ოთარ კახიძეს მისივე პარტიის "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის ნასროლი საფერფლე მოხვდა. სავარაუდოდ, კანდელაკმა საფერფლე ოცნების დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მისამართით ისროლა.  დეპუტატებმა პარლამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვეს. კომენტარი არ გააკეთა არც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა.

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე,  უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენის დროს, პარლამენტარებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლა გადაიზარდა. ფიზიკური დაზიანებები პარტია "ევროპული საქართველოს" წევრებმა მიიღეს. ჯერ პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყლით სავსე ჭიქა ესროლა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი