საელჩოს წარმომადგენლებმა ტვ პირველის ჟურნალისტი  და ოპერატორი მოინახულეს

09 დეკემბერი 2024, 20:01 247 ნახვა

საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინგოროყვას კლინიკაში „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი მოინახულეს.

ელჩებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლატვიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ისინი თავდაპირველად ნოდარ მელაძეს და კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამის შემდეგ მოინახულეს დაშავებულები და ადგილზე გაეცნენ მათ მდგომარეობას.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში