პროტესტის მე-12 დღე ბათუმში 

09 დეკემბერი 2024, 20:08 295 ნახვა

პროტესტის მე-12 დღე ბათუმში. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობას აანონსებენ.

მათივე განცხადებით, ისინი ჯერ ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივლენ, სადაც დღეს დაკავებული დეკანისა და ოთხი სტუდენტის დაკავებას გააპროტესტებენ. მსვლელობას წინ უძღვის ბანერი წარწერით - "სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს".

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები ჯავახიშვილის, ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით ისევ მთავრობის სახლთან გადმოინაცვლებენ.

ადგილზე ამ დროისთვის მხოლოდ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 
ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში