ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

09 დეკემბერი 2024, 12:09 241 ნახვა

ბათუმში გამართულ აქციაზე, წუხელ ღამით  პოლიციამ  ერთი პირი დააკავა  , შსს-ს ინფორმაციით  მოქალაქე ადმინისტრაციული წესით არის აყვანილი და საქმე   173- ე მუხლით აღიძრა ,რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას ან შეურაცხყოფას გულისხმობს.სასამართლო პროცესი    კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით  მაქსიმუმ 48  საათში უნდა ჩაინიშნოს.

აქცია ბათუმში ყოველ საღამოს მიმდინარეობს , გუშინ  მოქალაქეები  ბათუმის სტადიონთან შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.  ისინი დროშებით ,საყვირებითა და შეძახილებით თანაქალაქელებს  გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.მთავარი მოთხოვნა  უცვლელია,ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და  გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული  პირები .შეკრებილებმა მსვლელობის შემდეგ მოთხოვნები აჭარის მთავრობის სახლთან  გააჟღერეს, სადაც აქცია  გვიან ღამემდე  გაგრძელდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში