ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

09 დეკემბერი 2024, 12:06 234 ნახვა

4 ოპოზიციური კოალიციის იურისტების ერთობლივი ბრიფინგი. მათი ინფორმაციით, ოპოზიციურმა კოალიციებმა შექმნეს ერთობლივი რეესტრი, სადაც ამუშავებენ ინფორმაციას როგორც მოძალადეების, ასევე დაზარალებულების შესახებ, შესაბამისად, ამზადებენ ანგარიშს, რომელსაც უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორებს გადასცემენ.
იურისტების განცხადებით, დამნაშავეთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიუხედავად, სამართალდამცავი უწყებები არ რეაგირებენ. "ამ დროისთვისაც მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, ზეწოლა, დაბარებები, სახლში მივარდნები და არცერთი სამართალდამცველი, არცერთი დამნაშავე არ არის რეჟიმის მხრიდან გამოვლენილი. სამართალდამცავი ორგანოები არც კი ინტერესდებიან, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, მოახდინონ საზოგადოების დაცვა.“-განაცხადეს ბრიფინგზე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში