აქციის მონაწილეები „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

09 დეკემბერი 2024, 02:36 277 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, სიმონ შანავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, როდესაც მასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

აქციის მონაწილეების შეფასებით, ტელეკომპანია მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის განემარტა, რომ ტელეკომპანია პროცესებს ობიექტურად აშუქებს და სთხოვდა მათ, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი არ შეეშალათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში