თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს - მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2024, 03:21 287 ნახვა

უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ ვინმეს ჰგონია ჟურნალსიტებზე თავდასხმით „ქართული ოცნების“ ან ხელისუფლების მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა, არის მავნებელი და ამ ძალადობით რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

„ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ ვითომ ან „ოცნებისკენ“ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით – მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს ისეთი ხალხის გაკეთებულია, ვინც მხარს გვიჭერს ან გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას და ამ ფორმით თუ გამოხატავს, ერთი პროცენტით ვუშვებ ამას, არც კი – მაშინ, ისინი არიან მავნებლები, ან უჭკუო მავნებლები, ან შეგნებული მავნებლები. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში