ლიტვა-ლაატვია-ესთონეთის ლიდერები საქართველოზე

07 დეკემბერი 2024, 14:26 184 ნახვა

ლიეტუვის და ლატვიის პრეზიდენტები საქართველოს მოვლენებს გამოეხმაურნენ. ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ. გიტანას ნაუსედამ ამის შესახებ ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.თქვა, რომ კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

მისი შეფასებით, 2008 წლის ომისგან განსხვავებით ახლა საზოგადოება ორად არის გაყოფილი.მან აქციებზე მოქალაქეების მიმართ მომხდარი ძალადობაც დაგმო.ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები გაუგებარია.

გიტანას ნაუსედას თქმით, აღნიშნულ საკითხს ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დააყენებს.ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები არ არის ის, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან თავსებადია.

მისივე განცხადებით ქართველ ხალხსა და საქართველოს ევროპულ კურსს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.განმარტავს, რომ ისინი არიან საქართველოს დიდი მხარდამჭერები, მაგრამ განმარტავს, რომ ახლა ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში