ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე პროკურატურამ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა. „ ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა.
დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.