საპროტესტო აქციები

06 დეკემბერი 2024, 10:01 199 ნახვა

დემონსტრანტები ბათუმში გუშინაც შეიკრიბნენ. თავდაპირველად სტუდენტები უნივერსიტეტთან მივიდნენ, შემდეგ კი მათ სხვა დემონსტრანტები შეუერთდნენ და აქცია მსვლელობით გაგრძელდა.

ძირითადი ლოკაცია კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა იყო.

აქციის მონაწილეები აქაც, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტას აპროტესტებენ. შეკრების ადგილებზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში