სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კეზერაშვილის საქმეზე

05 დეკემბერი 2024, 18:24 228 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მლნ 60 ათასი ევრო გაფლანგა და დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია. ანრი ოხანაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასაბუთებული იყო და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე კანონმდებლობის დარღვევით, ერთ დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება „ოფშორში“ დარეგისტრირებულ კომპანიასთან, ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე და წვრთნები რეალურად არ ჩატარებულა.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
დავით კეზერაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ბრალეულობის დადასტურებაზე მითითება მისივე თქმით არაკეთილსინდისიერი მანიპულაციაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში