ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას- ენტონი ბლინკენი

05 დეკემბერი 2024, 17:33 221 ნახვა

ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას, რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, საქართველო ევროპის გზაზე დატოვოს,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

მისვე თქმით, აშშ იზიარებს შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„საქართველოში გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლებმა გამოააშკარავეს ამომრჩევლების დაშინების შემაშფოთებელ ცნობები და მმართველი პარტიის ძალისხმევა, გადახაროს სათამაშო ველი მათ სასარგებლოდ. აშშ იზიარებს ეუთო-ს ბევრი წევრის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ელფერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიას, რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს საქართველოს დატოვებას ევროპასთან დაახლოების გზაზე. კერძოდ, ცნობებს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავების შესახებ. საქართველოს ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთო-ს სამუშაოს მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებისაკენ“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში