მისასალმებელია რომ რეჟიმის ფარგლებში სულ უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს ომონის დავალებების შესრულებაზე - ნიკა მელია 

05 დეკემბერი 2024, 14:42 228 ნახვა

მისასალმებელია, რომ რეჟიმის ფარგლებში სულ უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს ომონის დავალებების შესრულებაზე, გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაემიჯნება ივანიშვილის რეჟიმს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნიღბიანი „ტიტუშკა“, ე.წ. ომონელი პოლიციელია.

„ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულმა, ხალხის ნების მიმტაცებელმა ე.წ ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ის აჩერებს წინსვლას ევროპისკენ და ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ უპასუხა, რომ ამ გზაზე სვლა არის შეუჩერებელი. თავისუფლებისთვის ბრძოლა და ჟინი არის ისეთი რამ, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს",- ამბობს ნიკა მელია

"კოალიცია ცვლილებებისთვის"  ლიდერის განცხადებით, სახელმწიფოებრივი გამარჯვების ისტორიის დაწერაში ერთმანეთისგან განსხვავებული ათობით ათასი ადამიანი ჩაერთო. 

"არჩევნების მიტაცების შემდეგ გუშინ ვიხილეთ, რომ ე.წ ხელისუფლებამ ომონის ჩართულობით საბჭოთა რეპრესიები დაიწყო და ჩაატარა ჩხრეკა არაერთი ოპოზიციურ პარტიის ოფისში, დალუქა ეს ოფისები, დალუქა ინვენტარები, დააკავა ჩვენი თანამებრძოლი პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია. დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ უნდოდა ჩხრეკას დასწრებოდა, როგორც იურისტი, რისი უფლება მას ჰქონდა. გუშინ, გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე მდებარე „ქორთიარდ მარიოტის“ შენობაში, რათა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, მოაგზავნეს „ტიტუშკები“, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანები. ისინი თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ლიდერებს, უბრალოდ ადამიანებს. რამდენიმე ჩვენმა თანამებრძოლმა ჩამოხსნეს ამ „ტიტუშკებს“ ნიღბები და აღმოჩნდნენ მოქმედი პოლიციელები. მაგალითად ერთ-ერთმა როდესაც ჩამიხსნა ნიღაბი მოძალადე „ტიტუშკას“, რომელიც რაღაც „ემპორიო არმანის“ ქურთუკით იყო და პოლიციის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა, აღმოჩნდა აღმოჩნდა გლდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი მირიან ქავთარაძე. ყველა ის „ტიტუშკა“, რომელიც ნიღბით არის სინამდვილეში არის ე.წ ომონელი პოლიციელი და ეს დადასტურდა. ძალიან მძიმედ არის დაზიანებული იქ ადგილზე დაკავებული საბა სხვიტანიძე არის სასტიკად ნაცემი არა დაკავებისას, არა მანქანაში, არამედ სამმართველოში, პოლიციის მეხუთე სართულზე", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიას თქმით, ბროძოლა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რეჟიმის ჩამონგრევამდე არ შეჩერდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში