საპროტესტო აქციები 

05 დეკემბერი 2024, 10:03 209 ნახვა

კვირაზე მეტია ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. კვლავ დილამდე გაგრძელდა აქცია თბილისში რუსთაველის გამზირზე.   აქციების მე-7 ღამემაც ისევ დაპირისპირებებით ჩაიარა.  ხმაური იყო ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც შეკრებილების დასაშლელად სპეციალური საშუალებები იყო განთავსებული.

დემონსტრანტებს სპეცრაზმის მისამართით პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, ასევე, ძალოვნების მხრიდან არ იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები. აქციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან საპოლიციო ძალები გავიდა.

პერიმეტრიდან გაიყვანეს სპეცტექნიკაც.  არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 300-ზე მეტი დაკავებულია, მათგან უმრავლესობას, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ცემისგან დაზიანებები აღენიშნებათ.

მომიტინგეები ერთი კვირაა ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე არ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ამ გადაწყვეტილების შეცვლა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ამ მოთხოვნებითა ბათუმის ქუჩებში აქციის მონაწილეებმა კვლავ მსვლელობა მოაწყვეს.

მომიტინგეები უკვე მე-7 დღეა აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან.

ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციულ შენობებთან კვლავაც  სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში