სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები - პრემიერი

04 დეკემბერი 2024, 18:23 145 ნახვა

მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რეპრესიებზე საუბარს შეეხებოდა.

კითხვაზე, არიან თუ არა პიროტექნიკით მომარაგებული ახალგაზრდები დაკავშირებული სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, პრემიერმა უპასუხა, რომ პიროტექნიკით ადამიანების სისტემურად მომარაგება ხდებოდა, სწორედ, შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ.

„რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე,“- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში