პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს. სამართალდამცველებმა "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომელიც ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლებ არ აძლევდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.