აშშ-ის საელჩო ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით მორიგ ქარდს აქვეყნებს

04 დეკემბერი 2024, 14:30 189 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით მორიგ ქარდს აქვეყნებს.

კერძოდ, საელჩო პრემიერ-მინისტრის 2 დეკემბრის განცხადებას ეხმაურება.

„ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 2 დეკემბერი: „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა“.

ყველაფერი გასაგებია. ლიდერობა ღირსებით?“ - აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში