გზავნილები მომავალში_”დროის კაფსულა”

26 მაისი 2016, 00:00 6221 ნახვა

როგორი წარმოგვიდგენია საქართველო 25 წლის შემდეგ_ გზავნილები მომავალში-ფოტოები, ვიდეოები, წერილები დღეს - „დროის კაფსულაში” მოათავსეს, რომელიც  პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, საზეიმო ვითარებაში ჩაიდო. დროის კაფსულა 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება. ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან და შვილთან ერთად, მიიღო მონაწილეობა. მან მყარ დისკზე ჩაწერილი ყველა გზავნილი კაფსულაში მოათავსა და იმედი გამოთქვა, რომ 25 წლის შემდეგ, მომავალი თაობები გახსნიან მას და ნახავენ, თუ რა სურვილები ამოძრავებდათ ახალგაზრდებს 2016 წლის საქართველოში. „დროის კაფსულის“ ჩადების ცერემონიას შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში