სამართალდამცველები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.
მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გამოყენებული იქნებოდა წყლის ჭავლი.
აქციის დაშლის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა. მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას, ესვრიან სხვადასხვა ნივთებს.
ამ დროისთვის წყლის ჭავლის მანქანა დგას ჭიჭინაძის ქუჩაზე და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ დაიშალონ.