საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დღესაც გაიმართება. კვლავ დაპირისპირების, დაშლისა და პროტესტის მონაწილეების დაკავებით გაგრძელდა აქცია თბილისში. სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილების დასაშლელად სხვადასხვა საშუალება გამოიყენა, მათ შრის წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეები კი მათი მიმართულებით კვლავ პიროტექნიკას იყენებდნენ.
გამთენიისას აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლა, სადაც მოქალაქეებმა თავი მეტროს შეაფარეს. თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციელებმა მათი ნაწილი მეტროს ტერიტორიაზეც დააკავეს.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ განთავსებული ხელოვნური ბარიკადები გაიტანეს და ქუჩა სრულად გაათავისუფლეს.
თბილისის მთავარ ქუჩებზე ახლა მხოლოდ საპოლიციო ძალები და საპოლიციო მანქანებია განთავსებული.