პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი, ყველა საშინლად იღლება, მათი რაოდენობა სასრულია, ჩვენი არა - ხატია დეკანოიძე

02 დეკემბერი 2024, 01:10 297 ნახვა

როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი - ყველა საშინლად იღლება, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დეკანოიძის თქმით, მუდმივ სტრესში მომუშავე სპეცრაზმის წარმომადგენლებს უჭირს სიცივეში სპეცაღჭურვილობით ყოფნა და დავალებების მიღებაც ღლით.

“მეგობრებო, როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი - ყველა საშინლად იღლება.

 

ისინი, 24 საათი განმავლობაში, სამუშაო რეჟიმში არიან, ავტობუსში ისხდებიან თუ გდდ-ს ბაზაზე - განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს.

 

ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის.

 

მათ არ შეუძლიათ სახლში წასვლა, ვერ იკვებებიან კარგად, ეძინებათ.

 

თან, როგორც წესი, გულში უფროსობით აუცილებლად უკმაყოფილოები არიან.

 

ძალიან იღლებიან და არანაირი მითოლოგია მათ უკან არ არსებობს.

 

მათი რაოდენობა სასრულია. ჩვენი არა”, - წერს დეკანოიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში