დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხალთის ეპარქიის მრევლისთვის, რადგან ივერიის ხატი პირველად აჭარაში შემოვიდა, საიდანაც მოციქულებმა სრულიად საქართველოში ქადაგება დაიწყეს. საზეიმო წირვა, სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში აღავლინა.