ყველაფერი დალაგდება, გადაიტვირთება და ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური ურთიერთობა გვექნება - კახა კალაძე

01 დეკემბერი 2024, 15:59 260 ნახვა

უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიბარებს, საერთაშორისო ურთიერთობები დალაგდება.

ამის შესახებ, კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„იცით, რომ ამ ადამიანებს რეალურად რამდენიმე კვირა აქვთ დარჩენილი, ტრამპის ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე. თუ არ ვცდები, იანვარშია ინაუგურაცია დაგეგმილი. დაველოდოთ ამ ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ უკრაინასთან მიმართებით, როგორ ხელოვნურად იძაბება სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია აღნიშნული განცხადებები. ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება. ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური და ისეთი ურთიერთობა, როგორიც სჭირდება ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში