სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს - მომიტინგეებმა უკან დაიხიეს

01 დეკემბერი 2024, 02:34 257 ნახვა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.


მომიტინგეებმა უკან დაიხიეს. ისინი, ამ დროისათვის, სასტუმრო „თბილისი მერიოტისა“ და ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან სპეცდანიშნულების რაზმი განლაგდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარედ ჯებირები აღმართეს, რათა სპეცრაზმის გადაადგილებისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა, რუსთაველის გამზირი, მომიტინგეების მიერ მიტანილი ნივთებისგან გაწმინდეს.

პარლამენტის მიმდებარედ, პერიოდულად, უშვებენ ცრემლსადენ გაზს, ისვრიან გაზის კაფსულებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში