უნდა ვაქციოთ საკუთარ სახლებად და ოჯახებად რუსთაველის გამზირი - ნიკა მელია

30 ნოემბერი 2024, 23:18 311 ნახვა

არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მისასალმებელია.

„მისი ძალისხმევით შედგა ის პლატფორმა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტია. ეს სათათბირო პლატფორმა ყოველდღიური იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მჯერა საუკეთესოდ მოემსახურება კრიზისიდან ამ სახელმწიფოს გამოყვანას და ივანიშვილის ბოლომდე კრიზისში შეყვანას. მისი განცხადება იყო, რომ არალეგიტიმური, ე.წ. პარლამენტი ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, შესაბამისად, ყაველაშვილი ვერ უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის არის ამ სახელმწიფოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალიც, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ჩვენ ვაქციოთ საკუთარ სახლებად და ოჯახებად - თბილისელებმა რუსთაველის გამზირი, ქუთაისში მთავარი იქაური გამზირი, ბათუმში მთავარი იქაური გამზირი, ერას მოედანი, ზუგდიდში და ა.შ. ეს ბრძოლა არის გამარჯვებამდე,“ - განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში