საკანონმდებლო ინიციატივა

18 აპრილი 2017, 00:00 2214 ნახვა

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიციატივას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე გაეცნენ. იგი ერთ-ერთი იყო იმ საკითხებს შორის, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით იმსჯელეს და კენჭისყრაზე დააყენეს. დღესვე ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომა ჩაინიშნა, რომელიც 20 აპრილს გაიმართება. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭისყრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს გაიტანენ – “აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ კანონში ცვლილებებს”.  “აჭარის ნორმატიული აქტების შესახებ” ახალ კანონს და ოპოზიციის ინიციატივას “თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებაზე, რომელიც აჭარის მტავრობის თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობების სამართლებრივ და დარგობრივ ზედამხედველობას ითვალისწინებს. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კომისიებში დაიწუნეს, თუმცა საკითხი გადასაწყვეტად პლენარულ სხდომაზე მაინც გაიტანეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი