პეტრე ზამბახიძემ ენმ დატოვა

18 აპრილი 2017, 00:00 3376 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პეტრე ზამბახიძემ დატოვა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ პარტიის ორად გაყოფის შემდეგ, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი ფიქრისა და ყველა პოზიციის გათვალისწინებით მიიღო. ზამბახიძე ,,ევროპულ საქართველოში” გადავიდა. მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ერთადერთი ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას შეძლებს, სწორედ ევროპული საქართველოა. ოფიციალურ განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი