დეპუტატების ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები

18 აპრილი 2017, 00:00 3173 ნახვა

''ზამბახიძე იმ გუნდს შეურეთდა, რომელიც ყოფილი პრემიერ მინისტრის ზრახვებს იზიარებს''- ასე შეაფასა ყოფილი თანაგუნდელის პეტრე ზამბახიძის გადაწყვეტილება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ელგუჯა ბაგრატიონი.

მმართველი გუნდის წევრის, ცოტნე ანანიძის შეფასებით კი, ევროპული საქართველო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ასცდება იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი ქმნიდა საქართველოში. "პოლიტიკოსები თავიანთი პოლიტიკური წარსულით ქმნიან პოლიტიკურ კაპიტალს, ამ შემთხვევაში "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური კაპიტალი პირდაპირაა კავშირში იმ გადაწყვეტილებებთან, რომელ გადაწყვეტილებებსაც იღებდა მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ" განაცხადა ცოტნე ანანიძემ. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე პარტიას ტოვებს, იგი "ევროპულ საქართველოს" უერთდება, რომელიც ოფისს თვის ბოლომდე გახსნის ბათუმში. 

ამავე კატეგორიაში