საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ - ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ - რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს, პაველ ჰერჩინსკის თქმით საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში.
ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს, აცხადებს ელჩი.