ევროკავშირს უაზრო დისკუსიის დასრულება მოლაპარაკებების გახსნით შეუძლია - ნინო წილოსანი

29 ნოემბერი 2024, 12:33 27 ნახვა

ძალიან კარგია, რომ არქივი ბევრ რაღაცას ინახავს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის განცხადებას, სადაც თავად თქვა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა გაწევრიანების პროცესი საქართველოსთან მიმართებით. ახლა ამ ყველაფრის ჩვენ წინააღმდეგ შემოტრიალება ნამდვილად ორმაგი სტანდარტი, უსამართლობა და მანიპულაციის მცდელობაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახსნან მოლაპარაკებების პროცესი და ყველა ნახავს, „ქართული ოცნება“ რამდენად მოტივირებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააგრძელოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენგან თანხმობას მიიღებენ, თუმცა ეს ნათელი ლუსტრაცია იქნება, რეალურად ვინ აფერხებს ამ პროცესს. ევროკავშირს ამ უაზრო დისკუსიის დასრულება იმით შეუძლია, რომ მოლაპარაკებების პროცესი გახსნას. დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლებაა, რომელიც ამ პროცესს გაჰყვება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში