ენმ-ს პროტესტი

18 აპრილი 2017, 00:00 3361 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს.  მერაბ ცინცაბაძე აცხადებს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოების მიუხედავად ფიჭვნარში პლაჟი დანაგვიანებულია. ცინცაბაძე  გამგებელს  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს მუნიციპალიტეტი ზაფხულის სეზონისთვის  მოამზადონ. განცხადებას  გამგებელი სულხან ევგენიძე გამოეხმაურა, მისი თქმით პლაჟი ჯერ მხოლოდ ყოველკვირეულად სუფთავდება, თუმცა ივნისის თვიდან პლაჟები ყოველდღიურად დალაგდება. აჭარის მთავრობაში საკითხზე  კომენტარი არ გაკეთებულა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი