საპროტესტო აქცია ბათუმში

29 ნოემბერი 2024, 10:18 84 ნახვა

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და  შემდეგ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. 

აქციის მონაწილეები ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მათი განცხადებით, საქართველოს მომავალი და ქართველი ხალხის არჩევანი ევროპულია, რასაც ხელისუფლება ვერ შეცვლის.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში