ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია მიიღო - რიკარდ იოზვიაკი

28 ნოემბერი 2024, 16:04 133 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, - ამის შესახებ ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოზვიაკი წერს, რეზოლუცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

„ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ხმათა უმრავლესობით სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. რეზოლუცია ასევე ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის“, - წერს იოზვიაკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში