არა ბარბარიზმებს

18 აპრილი 2017, 00:00 3723 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროფესორები ქართული ენის შესახებ მოხსენებებს წარმოადგენენ. ასევე იმსჯელებენ ქართულ ანბანზე, როგორც არამატერიალურ კულტურულ ძეგლზე, ენის სამართლებრივ სტატუსსა და თანამედროვე სალიტერატურო ენის პრობლემებზე. დღის განმავლობაში უნივერსიტეტში  რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებათა ციკლი 10 მაისს თინა მარგალიტაძის საჯარო ლექციით დასრულდება.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში