ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეფასებები საქართველოზე

19 ნოემბერი 2024, 15:01 236 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას და საქართველოს გარშემო დისკუსიას კამათის და განსხვავებული აზრების დაფიქსირების გარეშე არ ჩაუვლია, ოპოზიციის მოთხოვნებიდან საბოლოოდ მხოლოდ საქართველოსთვის 120 მილიონის ჩამორთმევა და მათი არასამთავრობოებისთვის გადანაწილება გავიდა, მაგრამ რაც შეეხება ქართული ოცნების მიმართ სანქციებს, ამას ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და იტალია ეწინააღმდეგებიან, ხოლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამ ოთხი ქვეყნის გარდა გერმანიაც ეწინააღმდეგება, რაც ლიეტუვის უკმაყოფილებას იწვევს. 

მარიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე ერთსულოვნება ძალიან რთული გზაა კონსესუსის არ არსებობაზე ისაუბრა ჩეხეთის საგარეო საქმეა მინისტრმაც.

სლოვაკეთს საერთოდ მიაჩნია, რომ ევროკავშირი საერთოდ არ უნდა ერეოდეს ამ დონით ამ საკითხში და არჩევნებმა მთლიანობაში ნორმის ფარგლებში ჩაირა და არსებულ გამოწვევებს თავად მთავრობამ უნდა მიხედოს. ხოლო ქართველი ხალხის არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში